top of page

როგორ ვისწავლოთ ინგლისური სახლში


ინგლისური ენის შესწავლა შეუჩერებელი პროცესია. ენის ათვისება არ უნდა სრულდებოდიეს მხოლოდ სკოლაში, უცხო ენების მოსამზადებელ ცენტრში ან კერძო რეპეტიტორთან. ინგლისურის სწავლა სახლშიც უნდა განვაგრძოთ. ამ პოსტში შემოგთავაზებთ 3 მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ ინგლისურის სწავლაში სახლის პირობებში.


  1. გაეცანით ინგლისურად ადაპტირებულ მხატვრულ ლიტერატურას.


ენის ასათვისებლად წიგნების კითხვა ტრადიციული, მაგრამ ეფექტური ხერხია. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მიერ შერჩეული წიგნი იყოს თქვენი ინგლისურის დონესთან ადაპტირებული (თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული რომელი დონის შესაბამისია თქვენი ცოდნა, შეგიძლიათ გაიაროთ ავალონის ონლაინ ტესტი). ადაპტირებული ტექსტიდან ბევრად უფრო მეტი საინტერესო ლექსიკის ათვისება იქნება შესაძლებელი. შერჩეული წიგნი არ უნდა იყოს რთულად წასაკითხ-გასაგები თქვენთვის!


2. უყურეთ ფილმებსა და ვიდეოებს ინგლისურად.

გარდა კითხვი

ს უნარების განვითარებისა, აუცილებელია უცხო ენას „ყურიც მივაჩვიოთ.“ უაღრესად სასარგებლოა ვიდეოების, სერიალებისა და ფილმების ინგლისურად ყურება. ეს გვეხმარება მივეჩვიოთ განსხვავებულ აქცენტებს, საუბრის მანერას და მნიშვნელობას, ყოველდღიურ ფრაზებს, რომლებსაც ინგლისურენოვანი ადამიანები აქტიურად იყენებენ. (10 საუკეთესო ფილმი ინგლისური ენის გაუმჯობესებისთვის)



3. საინტერესო ვებსაიტები.

ინგლისური ენის პოპულარობიდან გამომდინარე, უამრავი ვებსაიტი დაგეხ

მარებათ ცოდნის თავმოყრასა და მის უკეთ ათვისებაში. ავალონის გუნდი რეკომენდაციას უწევს britishcouncil.org საიტს. საიტი დატვირთულია სავარჯიშოებით, რომელიც გვეხმარება როგორც გრამატიკისა და კითხვის დახვეწაში, ასავე მოსმენის უნარის განვითარებაში.




ესაა 3 გზა, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ ინგლისური ენის სახლის პირობებში სწავლა. გარდა ამისა, გვესმის, რომ რთულია ყოველთვის სახლში თავისუფალი დროის გამონახვა. შესაბამისად IQ ცენტრში, ყველა ზემოაღნიშნულ მეთოდს ვიყენებთ ენის შესასწავლად. ლიტერატურის გაცნობას ემსახურება ავალონის წიგნის კლუბი, ვიდეო კონტენტის ათვისება ხდება მედია გაკვეთილებზე, ხოლო British Council აქტიურად გამოიყენება, როგორც დამატებითი რესურსი გაკვეთილების გასახალისებლად.

79 просмотров0 комментариев
bottom of page