როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია ენის შესწავლის დროს.

ძალიან რთულია იყო მუდმივად მოტივირებული, როდესაც საქმე ენის შესწავლას ეხება. თუ ხშირად ფიქრობ იმაზე, თუ “რა სიხშირით უნდა ვიმეცადინო?” ან “რამდენ ხანში დავეუფლები ენას სრულყოფილად?” მაშინ ინტერესს მალევე დაკარგავ.
გიზიარებ რამოდენიმე რჩევას თუ როგორ შეიძლება, არ დაკარგო მოტივაცია ინგლისური ენის შესწავლის დროს.
1. გამოიყენე ინგლისური მაშინ, როდესაც შენი საყვარელი აქტივობით ხარ დაკავებული, იქნება ეს ინგლისურ ენაზე წიგნის კითხვა თუ სერიალის ყურება, YouTube-ზე სპორტის ან საყვარელი რეცეპტის ამსახველი ვიდეოს ყურება.
2. ეცადე ყოველდღიურად ისაუბრო ინგლისურად, თუნდაც რამდენიმე წუთის განმავლობაში. გრამატიკა და სიტყვათა მარაგი მნიშვნელოვანია, თუმცა შენ, ასევე, უნდა განავითარო შენი სმენითი და სალაპარაკო უნარებიც. არ შეგეშინდეს შეცდომების დაშვების, უბრალოდ ისიამოვნე საუბრით და ცოტა ხანში ნახავ, რომ ეს უფრო გაგიადვილდება.
3. დაისახე მარტივი ყოველდღიური მიზნები. მიზანი როგორიცაა “ინგლისურის სრულყოფილი ცოდნა” მოტივაციისთვის ვერ გამოდგება. სამაგიეროდ, ყოველდღიური პატარა მიზნები, როგორიცაა, მაგალითად, “მოვუსმინო აუდიოწიგნს ინგლისურ ენაზე დღეში 30 წუთი” ნამდვილად წაგადგება.
მიიღე სიამოვნება სწავლისაგან და გაიხალისე ყოველი დღე!

სტატია მოამზადა ჩვენი სკოლის პედაგოგმა ლულუ კახიანმა.