top of page

საინტერესო ფაქტები დისნეის შესახებ

Обновлено: 5 дек. 2020 г.



უოლტ დისნეი (1901 – 1966) ცნობილი კინორეჟისორი, მედია მაგნატი და დისნეის კომპანიის თანადამფუძნებელი, დაიბადა 1901 წლის 5 დეკემბერს, ჩიკაგოში. უოლტ დისნეიმ თავის ძმასთან, როისთან ერთად დააფუძნა დისნეის კომპანია.

მან შექმნა ისეთი ცნობილი ანიმაციური პერსონაჟები, როგორიცაა მიკი მაუსი და დონალდ დაკი. მისი სახელი ასევე უკავშირდება წარმატებულ და ცნობილ დისნეილენდებს, თემატურ დასასვენებელ პარკებს. უოლტ დისნეის სიცოცხლის მანძილზე მიღებული აქვს 22 ოსკარი 59 ნომინაციიდან. ამის გამო, ის ინდივიდუალურ რეკორდს ფლობს, როგორც ნომინაციებში, ასევე მიღებულ ოსკართა რაოდენობაში.



1. უოლტ დისნეის პირველი ფილმი იყო ,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში“


2. დისნეის პირველი პერსინაჟი იყო ბაჭია და არა მიკი მაუსი


ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ დისნეის პირველი ანიმაციური პერსონაჟი იყო მიკი მაუსი, რადგან ის ყველაზე მეტად ასოცირდება კომპანიასთან. თუმცა, სინამდვილეში, პირველი გმირი, რომელიც დისნეიმ შექმნა, იყო იღბლიანი ბაჭია, სახელად ოსვალდი.



3. უოლტ დისნეი 1947 წლამდე თვითონ ახმოვანებდა მიკი მაუსის პერსონაჟს.


4. მიკი მაუსი გახდა პირველი ანიმაციური პერსონაჟი, რომელსაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.







5. მსახიობები, რომლებიც მიკი და მინი მაუსებს ასახიერებდნენ, დაქორწინდნენ.

მსახიობი, უეინ ოლვაინი, რომელიც მიკი მაუსს 1986 წლიდან დღემდე ახმოვანებს, დაქორწინდა მინი მაუსის გამხმოვანებელ მსახიობ, რუს ტეილორზე.




6. მსოფლიოში ხუთი დისნეილენდია

საერთო ჯამში, მსოფლიოში ხუთი მთავარი დისნეის პარკი და კურორტი არსებობს. პირველი პარკი კალიფორნიაში გაშენდა, რომლის მოწყობაში უოლტ დისნეი თავად მონაწილეობდა. ყველაზე დიდი დისნეილენდი ფლორიდაშია, რომელიც თითქმის სან ფრანცისკოს ზომისაა. ასევე, დისნეის საერთაშორისო კურორტებს ნახავთ პარიზში, შანხაისა და ჰონგ კონგში.


7. უოლტ დისნეის ბოლო ფილმი, რომელსაც ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა, იყო ,, ჯუნგლების წიგნი“


8. ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა’’ - ყველაზე წარმატებული სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომლისთვისაც უოლტ დისნეიმ ოსკარი მიიღო.






9. ქალები არ დაიშვებიან!

დისნეი თავის სკოლაში ანიმაციის შესასწავლად მისულ ქალებს არ იღებდა. მას მტკიცედ სწამდა, რომ ქალები ვერ ასრულებენ შემოქმედებით საქმეს.

10. Don’t Call Him Mr.

უოლტ დისნეის არ მოსწონდა, როცა მას მიმართავდნენ - მისტერ. ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ თანამშრომლებს მისთვის სახელით მიემართათ..

11. დისნეის საყვარელი პრინცესა

დისნეის საყვარელი პრინცესა იყო კონკია.







12. დისნეის უკანასკნელი სიტყვები დისნეის უკნასკნელი სიტყვები იყო „ კურტ რასელი“. თვითონ მსახიობ კურტ რასელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ ახსენა დისნეიმ და რატომ ფიქრობდა სიკვდილის წინ მასზე.



 


სტატია მოამზადა ჩვენი სკოლის პედაგოგმა თამთა შამათავამ.

472 просмотра0 комментариев

Недавние посты

Смотреть все
bottom of page