10 საუკეთესო ფილმი ინგლისური ენის გაუმჯობესებისთვის
Обновлено: 16 дек. 2020 г.
ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება ფილმების მეშვეობით არის ერთ ერთი საუკეთესო ხერხი. ის თან გეხმარებათ და თან გართობთ. წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო ფილმს, რომელიც დაგეხმარებათ ინგლისურის უკეთ ცოდნაში
1. “მზის ამოსვლამდე“ (Before Sunrise)
ეს რომანტიული დრამა მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის და მამაკაცის შესახებ, რომლებიც შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს მატარებელში და შეუყვარდებათ ერთმანეთი.
2. ფორესტ გამპი (Forrest Gump)
არაჩვეულებრივი მელოდრამა მოგვითხრობს დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანზე, რომელიც დიდი გულით უდგებოდა ყველაფერს და დაამტკიცა, რომ სიყვარული და სიმამაცე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უნარი.
3. „ოცნებების მინდორი“ (Field of Dreams)
ეს საოჯახო მელოდრამა მოგვითხრობს ფერმერზე, რომელსაც შინაგანი ხმა უბიძგებს, გააშენოს ბეისბოლის სტადიონი თავის მინდვრებში.
4. „50 პირველი პაემანი“ (50 First Dates)
მელოდრამა, ისტორია ახალგაზრდა მამაკაცზე , რომელიც გაიცნობს ულამაზეს ლუსის და უსაზღვოდ მოეწონება , თუმცა არ იცის, რომ გოგონას მოკლე მეხსიერება აქვს და მეორე დღეს არ ახსოვს წინა დღეს მომხდარი ამბები. ბიჭს ყოველდღე უწევს გოგონას თავიდან გაცნობა.
5. „ ჭკვიანი უილ ჰანთინგი“ ( Good Will Hunting)
დაუვიწყარი დრამა მოგვითხრობს ღარიბულ უბანში გაზრდილ უილ ჰანთინგზე , რომელიც მათემატიკური ნიჭით არის დაჯილდოებული და ფსიქოლოგის დახმარებით ცდილობს ცხოვრების გზის პოვნას.
6. „ შენთვის წერილია“(You’ve Got Mail)
მელოდრამა, ამბავი მოგვითხრობს ორ ბიზნეს კონკურენტზე, რომლებიც უნებლიეთ შეიყვარებენ ერთმანეთს.
7 „ ათი რამ , რასაც ვერ ვიტან შენზე“(10Things I hate About You)
ძალიან კარგი კომედია, ამბავი ორ თინეიჯერ დებ გოგონებზე. უმცროს დას არ შეუძლია პაემანზე წავიდეს, თუ უფროსი დაც არ წავა.
8 „ როგორ მოვათვინიეროთ დრაკონი“( How to Train Your Dragon)
სათავგადასავლო ანიმაცია,მოგვითხრობს ვიკინგების სამეფო ტახტის მემკვიდრე ბიჭზე, რომელიც მიდის საშიშ დრაკონთან საბრძოლველად და მის მოსაკლავად, მაგრამ ამის ნაცვლად ის გაიცნობს უკბილო დრაკონს, რომელთანაც დამეგობრდება.
9. „ მებრძოლთა კლუბი“ (Fight Club)
დრამა, ისტორია ორ მამაკაცზე, რომელიც იატაკქვეშა „მებრძოლთა კლუბს“ ჩამოაყალიბებს. კლუბი ისეთი პოპულარული გახდება, რომ ყველა ქალაქში იქმნება მსგავსი.
10 „ მარტო სახლში“(Home alone)
დაუვიწყარი კომედია, ისტორია პატარა ბიჭზე , რომელიც შემთხვევით რჩება მარტო სახლში და მშვენივრად ართმევს თავს.ის სახლში შემოპარულ ქურდებსაც ერთ ამბავს აყრის.

სტატია მოამზადა ჩვენი სკოლის პედაგოგმა სალომე კალანდაძემ