Songs 🎶



ინგლისური ენის სწავლას ადამიანები მხოლოდ კარიერული მიზნისთვის როდი იწყებენ. ბევრი მოსწავლისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ინგლისურენოვან კულტურაში შებიჯება, წიგნების კითხვა, ფილმების ყურება და მუსიკის მოსმენა. ჩემთვის ინგლისური ენის სწავლის ერთ–ერთი ყველაზე მთავარი მოტივაცია ინგლისურენოვანი სიმღერების ტექსტებისადმი ინტერესი იყო. მინდოდა გამეგო ისტორიები, რომლებიც საყვარელი მელოდიების მიღმა არსებობდა და მათი გაშიფვრა პირველი ნაბიჯი გამოდგა ტექსტების უკეთ აღქმის გზაზე. შესაბამისად, ყოველთვის ვურჩეს ჩემს მოსწავლეებს ინგლისური ენის გაუმჯობესება სწორედ სიმღერებით სცადონ.



გთავაზობთ ჩემს საყვარელ 10 სიმღერას, რომლებიც ინგლისური ენის შესწავლაში დაგეხმარებათ:


1. Olivia Rodrigo - Driver’s License




დისნეის ახალი ვარსკვლავის, ოლივია როდრიგოს ცხელ–ცხელი სიმღერა, რომელიც ჩარტების სათავეში გამოსვლისთანავე მოექცა, storytelling/ამბის თხრობის ერთი–ერთი საუკეთესო ნიმუშია. ეს სიმღერა ალბათ უფრო თინეიჯერების გემოვნებაში ჩაჯდება, თუმცა თანამედროვე სალაპარაკო ინგლისურით დაინტერესებულ ნებისმიერ მოსწავლესაც აუცილებლად მოეწონება.


2. Nick Cave - Into my arms



ნიკ ქეივის ეს ჰიტი უმარტივესი და ულამაზესი ენით ყვება ღმერთსა და სიყვარულზე.







3. John Lenon - Imagine



ჯონ ლენონის ეს უკვდავი სიმღერა მართლაც საუკეთესო სტარტია ინგლისურენოვანი სიმღერებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის _ მარტივი ლექსიკით ღრმა იდეების გადმოცემის შესანიშნავი ნიმუში.



4. Taylor Swift - You belong with me



ტეილორ სვიფტის სიმღერების ტექსტები ნამდვილი საბადოა ინგლისური ენის შემსწავლელებისთვის. აბა, ეს სცადეთ!





5. Ed Sheeran - Castle On the Hill



ედ შირანი ამ სიმღერით თავისი ბავშვობის ამბებსა და ცხოვრებაზე გვიყვება. მისი სხვა სიმღერების ტექსტებშიც ძალიან მრავალფეროვანი ლექსიკა და თემატიკაა წარმოდგენილი




6. Nat King Cole - Smile



სიმღერის ტექსტი, რომლის ათეულობით ქავერი გექნებათ მოსმენილი, დამწყებებისთვისაც კი მარტივად გასაგები ლექსიკითაა დაწერილი. მისი გაგება ბევრ სირთულეს არ შეგიქმნით, პარალელურად მელოდიით ისიამოვნებთ.


7. Tracy Chapman - Fast Car



ჩემთვის ეს სიმღერა ვერახდენილი ამერიკული ოცნების სიმბოლოა. ამ საოცარი და ამავდროულად სევდიანი ისტორიის გაშიფვრა, ვფიქრობ, ძალიან დაგაინტერესებთ.





8. The Cure - Friday I’m in love



კვირის დღეების დამახსოვრება გიჭირთ და საბავშვო ინგლისური სიმღერების მაგივრად რამე ზრდასრულებისთვის შესაფერისს ეძებთ? ეს სიმღერა სცადეთ!





9. Zac Efron and Zendaya - Rewrite the stars



თუ მიუზიკლები გიყვართ ეს სიმღერაც გეცოდინებათ „The Greatest Showman”–იდან. ვფიქრობ მოგეწონებათ თუ სასიყვარულო ბალადები თქვენს გემოვნებაში ჯდება.




10. George Ezra - Shotgun



ეს სიმღერა ახლახანს აღმოვაჩინე. ვაპირებ მოსწავლეებს დავავალო ტექსტის სწავლა, რადგან ძალიან რიტმული, ლექსიკურად განსხვავებული და საინტერესოა. თქვენ რას იტყვით?




დააკომენტარეთ, რომელია თქვენი საყვარელი სიმღერა ჩამოთვლილთაგან? ან რომლის პროფესიონალურ გარჩევას ისურვებდით?



 



სტატია მოამზადა ჩვენი სკოლის პედაგოგმა გვანცა ხარაიშვილმა.


39 просмотров0 комментариев

Недавние посты

Смотреть все